spot_imgspot_imgspot_imgspot_img

ჯაფარიძემ ზაგრების გრანპრიზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ძიუდოს გრანპრის დასკვნით საშეჯიბრებო დღეს აკაკი ჯაფარიძემ (90 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ტურნირზე მესამე ადგილზე გასვლის შანსი ჰქონდა გიორგი ჯაბნიაშვილსაც (90 კგ), მაგრამ იგი ნიდერლანდელ მეტოქესთან დამარცხდა და შეჯიბრება უმედლოდ დაასრულა.

დღეს გრანპრიზე გამომსვლელი მესამე ქართველი უჩა ტაბატაძე (+100 კგ) პირველივე დაპირისპირებაში დამარცხდა.

საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა ზაგრებში გამოსვლა ორი მედლით დაასრულა. პირველ საასპარეზო დღეს თენგიზ ზირაქაშვილმა (66 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

spot_imgspot_img
spot_img

ცხელი ამბები

მსგავსი სიახლეები