ტურინის “იუვენტუსმა” სერბ ცენტრალურ ფორვარდ დუშან ვლაჰოვიჩს კონტრაქტის 2028 წლამდე გახანგრძლივება შესთავაზა, თუმცა ხელფასის 8 მილიონამდე დაკლებით.
დუშან ვლაჰოვიჩის ხელფასი ტურინულ გუნდში 12 მილიონი ევრო გახლავთ. ფეხბურთელს სურს გუნდში დარჩენა, თუმცა ხელფასის მსგავსად შემცირება მის გეგმებში არ შედის.
სერბი ფეხბურთელი “იუვენტუსის” რიგებში 2021/22 წლების სეზონიდან გამოდის. ის ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი ფეხბურთელია იტალიის სერია A-ში.