28 სექტემბერს იტალიის სერია A-ს მეექვსე ტურში, ტურინის “იუვენტუსი” “ჯენოას” ესტუმრა და 3:0 დაამარცხა. “ბებერმა ქალბატონებმა” ვლაჰოვიჩის დუბლით და კონსეისაოს ერთი გოლის წყალობით იმარჯვეს.
6 ტურის შემდეგ, “იუვენტუსის” კარში გატანილი გოლების გრაფაში კვლავ ნული წერია. ფაქტია ტურინელთა თავკაცი ტიაგო მოტა ბევრს მუშაობს დაცვის ცენტრზე და შედეგიც სახეზეა.
ტურინელები ცხრილს 12 ქულით ლიდერობენ. ექვს შეხვედრაში მათ 9 გოლის გატანა მოახერხეს და 0 მიიღეს საკუთარ კარში.