ფრანგი ფეხბურთელი იუსუფ ფოფანა კარიერას “მონაკოდან” “მილანში” გააგრძელებს. მილანურ გუნდს ეს ტრანსფერი 25 მილიონი ევრო დაუჯდება.
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას, ფოფანა არაერთ გუნდს სურდა, თუმცა მხოლოდ “მილანის” ვარიანტს განიხილავდა.
ფოფანა მილანში 24 საათში ჩაფრინდება, ის ფორმალურ ეტაპებს გაივლის და ლომბარდიელების რიგებს შეუერთდება.