UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონმა ისლამ მახაჩევმა მერაბ დვალიშვილის მიერ პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებას უპასუხა.
მერაბ დვალიშვილმა აღნიშნა, რომ მისი სავარაუდოდ მომავალი მეტოქე უმარ ნურმაგომედოვი დაღესტნიდან იყო და არა რუსეთიდან, რაც ისლამ მახაჩევმა მერაბს პასუხი გასცა და თქვა, რომ დაღესტანი რუსეთის ნაწილია.
“დაღესტანი რუსეთის ნაწილია, მერაბს წარმოდგენა არ აქვს რაზე ლაპარაკობს”, – განაცხადა ისლამ მახაჩევმა.
15 სექტემბერს მერაბ დვალიშვილი ამერიკელი შონ ო’მალი მსაჯების ერთპიროვნული გადაწყვეტილებით დაამარცხა და სუპერ მსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა.