კატალონიის “ბარსელონას” პოლონელი ცენტრალური ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი, ახალგაზრდა ესპანელ ვარსკვლავ ლამინე იამალზე ალაპარაკდა და განაცხადა, რომ ის მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი იქნება.
“ის მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი იქნება, ის ძალიან ძლიერია. მნიშვნელოვანი ის არაა თუ როგორ დაიწყებ, არამედ მნიშვნელოვანია თუ როგორ დაასრულებ კარიერას. ის მხოლოდ 17 წლისაა და ჯერ მთელი კარიერა წინ აქვს”, – ამბობს პოლონელი ფეხბურთელი.
ახალგაზრდა ლამინე იამალი ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთან ერთად, გასული ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია.