spot_imgspot_imgspot_imgspot_img

ირის ანტმანი – პლეი-ოფში თამაში ისტორიული შედეგია, ახლა განვითარების ახალ ეტაპზე უნდა გადავიდეთ

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირის ანტმანმა ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში, ირლანდიის ნაკრებთან მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

ეროვნული ნაკრების სპეციალისტის თქმით, აღნიშნული მიღწევა ისტორიულია და ნაკრები ახალ ეტაპზე გადასვლას იწყებს.

“პლეი-ოფში თამაშის უფლების მოპოვებით ისტორიულ შედეგს მივაღწიეთ. ვიცოდით, რომ ირლანდიასთან დაპირისპირება ადვილი არ იქნებოდა, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველოს ნაკრებს ასეთ დონეზე აქამდე არ უთამაშია, გუნდი განვითარების ეტაპზეა.

პირველ შეხვედრაში 0:6 მარცხი, თანაც საკუთარი გულშემატკივრის წინაშე, ძალიან მტკივნეული იყო. ვფიქრობ, საპასუხო მატჩში ფეხბურთელებმა თამაშის ხარისხის გაუმჯობესება შეძლეს. სწორედ ეს იყო ჩემი მთავარი მოთხოვნა, საკუთარი თავისთვის მეტი მოეთხოვათ და მეტისთვის მიეღწიათ. ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით, რადგან მათ მოედანზე იბრძოლეს და საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოიყენეს. სამწუხაროდ, გოლის გატანა ვერ შევძელით. ამ თამაშებით ერთი ეტაპი დასრულდა, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია.

დუბლინის სტადიონზე ქართველი ქომაგების ნახვა ძალიან სასიხარულო იყო. მათ მხარდაჭერას ყველგან ვგრძნობთ, რაც ძალიან საამაყოა“, – განაცხადა საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირის ანტმანმა.

spot_imgspot_img
spot_img

ცხელი ამბები

მსგავსი სიახლეები