საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირის ანტმანმა, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის შეხვედრის წინ კომენტარი გააკეთა.
“ირლანდიის ნაკრებს კარგად ვიცნობთ, მაღალი დონის გუნდია, ფეხბურთელები კი პრემიერლიგაში თამაშობენ. მათთან შეხვედრის გამოცდილებაც გვაქვს, მაგრამ ეს წარსულში იყო. ახლა მომავალ თამაშებზე უნდა ვიფიქროთ. რაც მთავარია, გუნდი მზადაა მატჩისთვის და მჯერა, ირლანდიასთან საკუთარი შესაძლებლობის მაქსიმუმს გამოვავლენთ.
რაც მთავარია, ჩვენ გუნდურად ვთამაშობთ, ამ ეტაპამდე სწორედ ასე მოვედით. განვლილ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბევრი ვიმუშავეთ იმაზე, რომ ფეხბურთელებმა ტაქტიკურად გამართულად ითამაშონ და მოედანზე სწორი გადაწყვეტილებები მიიღონ. ჩემი ფეხბურთელებისგან პლეი-ოფში სწორედ ამ ცოდნის გამოყენებას და უფრო მაღალ დონეზე თამაშს ველი.
ეს ფეხბურთია, სადაც ყველაფერია შესაძლებელი. გოგონებმა ეს უნდა ირწმუნონ და ბევრი იშრომონ. თუ დავალებებს სწორად შეასრულებენ, წარმატებას მივაღწევთ. სამწუხაროდ, რამდენიმე მოთამაშე არ გვეყოლება, მაგრამ ეს ყოველთვის შეიძლება მოხდეს. მთავარია, მოთამაშეები თავს კარგად გრძნობენ და მოახლოებულ მატჩს კარგი განწყობით ხვდებიან“, – ამბობს ირის ანტმანი.
ქალთა ეროვნული ნაკრების შეხვედრა ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ დღეს, 25 ოქტომბერს, 20:00 საათზე მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე გაიმართება.