spot_imgspot_imgspot_imgspot_img

იმანე ხელიფი ანჟელა კორინისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე კრივში ქალთა თანრიგში მომხდარ ინციდენტზე ალჟირელი მოკრივე იმანე ხელიფი ალაპარაკდა და  იტალიელი მოწინააღმდეგისგან, ბოდიშის მოხდა მოითხოვა. 

ალჟირელ მოკრივეზე სიძულვილის შემცველი კამპანია მალევე აგორდა, თუმცა ხელიფი ამბობს, რომ საუკეთესო პასუხი ამ კამპანიაზე, ოქროს მედალი იქნება.

“მოვუწოდებ ყველას, დაიცვან ოლიმპიური ქარტიის პრინციპები და შეწყვიტონ სპორტსმენების დამცირება, რადგან ამას თავისი სერიოზული შედეგები ექნება. ამან შეიძლება გაანადგუროს ადამიანები, მათი აზრები, სული და გონება, დააცალკევოს ისინი. ადგილობრივი მწვრთნელები მცირე ასაკიდან მიცნობენ, როცა კარიერას ახლად ვიწყებდი. იტალიელი მოკრივეც კარგად მიცნობს. ჩვენ ერთად ვმონაწილეობდით შეჯიბრებებზე. მან ისარგებლა მედიაში ჩემს წინააღმდეგ აგორებული კამპანიით და შეეცადა ამ საშუალებით თავი მსხვერპლად გამოეყვანა”, – განაცხადა ხელიფმა.

spot_imgspot_img
spot_img

ცხელი ამბები

მსგავსი სიახლეები