spot_imgspot_imgspot_imgspot_img

ილია თოფურია – ეს გამარჯვება არა მარტო მე, არამედ მთელ საქართველოს ეკუთვნის

აბუ-დაბის UFC308 ივენთზე ილია თოფურიამ საჩემპიონო ქამარი მაქს ჰოლოუეისთან პირველად დაიცვა.

როგორც თოფურია აცხადებს, მოპოვებული გამარჯვება მთელ საქართველოს ეკუთვნის და იმედოვნებს, რომ მას ბევრი ბავშვი მაგალითისთვის გამოიყენებს.

“პირველი რაუნდი რთული იყო, ფეხიც ვიტკინე და ჭიდაობა დავიწყე. დროთა განმავლობაში მეტის საშუალება მეძლეოდა და ვიცოდი, ჩემი მომენტი დადგებოდა. გამარჯვების მომენტი ძალიან ემოციური იყო. ვიცოდი, პირველი მებრძოლი ვიქნებოდი, ვინც მაქს ჰოლოუეის ნოკაუტით მოუგებდა, თუმცა ამის რეალობად ქცევა ამაღელვებელი იყო. მალე გავიაზრე, რომ ერთ წელში ვოლკანოვსკის და ჰოლოუეის ნოკაუტით ვძლიე.

შემოევლოს ჩემი თავი ქართველ გულშემატკივარს. მადლობა ყველას, ვინც აქ ჩემს მხარდასაჭერად ჩამოვიდა. ეს გამარჯვება არა მხოლოდ მე, არამედ მთელ საქართველოს ეკუთვნის. იმედია, ბევრი ბავშვისთვის მაგალითიც იქნება და ამ ყველაფერს გამოიყენებენ. აზრი არ აქვს, საიდან მოდიხარ, თუ იცი, საით მიდიხარ, გაუმარჯოს საქართველოს“, – განაცხადა თოფურიამ.

spot_imgspot_img
spot_img

ცხელი ამბები

მსგავსი სიახლეები