დასრულდა კონფერენსლიგის მეორე ეტაპის პირველი მატჩები. “იბერიამ” მოიგო, “ტორპედო” კი გასვლაზე დამარცხდა.
“იბერიამ” გასვლაზე “პარტიზანი” დამაჯერებელად, 2:0 დაამარცხა. ქართული გუნდიდან გოლები შოთა ნონიკაშვილმა (პენალტი) და შეიკნე სილამ გაიტანეს.
ქუთაისის “ტორპედო” გასვლით შეხვედრაში ნიქოზიის “ომონიასთან” 3:1 დამარცხდა. ქუთაისური გუნდიდან გოლი ფელიპე ლოპესმა გაიტანა.
განმეორებითი შეხვედრები პირველ აგვისტოს გაიმართება.