spot_imgspot_imgspot_imgspot_img

“იბერიამ” “დინამო თბილისი” დაამარცხა 

“იბერიამ“ ეროვნული ლიგის თბილისურ დერბიში „დინამო თბილისი“ 2:0 დაამარცხა და ჩემპიონობისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.

“დინამო არენაზე“ გამართულ გასვლით მატჩში „იბერია“ პირველივე წუთზე დაწინაურდა. სტუმრები 44-ე წამზე შეიკნე სილამ წინ გაიყვანა. მე-17 წუთზე „დინამოს“ მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა, როდესაც გუნდის კაპიტანმა, სანდრო კალანდაძემ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნიდან გააძევეს.

ლევან კორღალიძის გაწვრთნილმა „იბერიამ“ რიცხობრივი უპირატესობითაც მალე ისარგებლა და 32-ე წუთზე სხვაობა ორამდე გაზარდა. გიორგი კოხრეიძის და ოთარ მამაგეიშვილის განვითარებული შეტევა ისევ მალელმა ლეგიონერმა, შეიკნე სილამ დააგვირგვინა.

შესვენების შემდეგ კაცნაკლული „დინამო“ გააქტიურდა და რამდენიმეჯერ სხვაობის შემცირება შეეძლო. ორჯერ სცადა გატანა საბა კვირკველიამ, მაგრამ უშედეგოდ. საბოლოოდ, „იბერიამ“ მოიგო და ჩემპიონობას კიდევ უფრო მიუახლოვდა.

31 ტურის შემდეგ „დინამო“ 38 ქულით მე-5 პოზიციაზეა. „იბერია“ კი (64) ლიდერია და ქუთაისის „ტორპედოსა“ (60) და გორის „დილასთან“ (58) უპირატესობა გაზარდა.

spot_imgspot_img
spot_img

ცხელი ამბები

მსგავსი სიახლეები