spot_imgspot_imgspot_imgspot_img

“იბერია 1999” სამეულში დაბრუნდა

“იბერია 1999”-მა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და მესამე ადგილზე დაბრუნდა.

ეროვნული ლიგის 21-ე ტურში “იბერია 1999”-მა “სამტრედია“ 3:1 დაამარცხა.

“დავით პეტრიაშვილი არენაზე“ გამართულ შეხვედრაში გოლები დანიელ ოვუსუმ, იური ტაბატაძემ, ირაკლი სიხარულიძემ და გიზო მამაგეიშვილმა გაიტანეს.

21 ტურის შემდეგ “იბერიამ“ 36 ქულა დააგროვა, ბათუმის “დინამოს“ (34) ისევ გადაასწრო და მესამე ადგილზე დაბრუნდა, ხოლო “სამტრედია“ (11) ბოლო, მე-10 პოზიციაზეა და მდგომარეობა კიდევ უფრო გაირთულა.

spot_imgspot_img
spot_img

ცხელი ამბები

მსგავსი სიახლეები