კონფერენსლიგის მესამე ეტაპის პირველ მატჩში თბილისის “იბერია 1999” თურქულ “ბაშაქშეჰირთან” დამარცხდა.
მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, შეხვედრის ბოლოსკენ კი თურქებმა გატანა შეძლეს.
87-ე წუთზე დავიდსონმა მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანა და თურქები კომფორტული სხვაობით ბრუნდებიან სახლში.
განმეორებითი შეხვედრა 15 აგვისტოს “ბაშაქშეჰირის მოედანზე” გაიმართება.