დღეს, 1 აგვისტოს, კონფერენსიგის მეორე ეტაპის შეხვედრები გაიმართება.
ქართული კლუბებიდან მონაწილეობას, ქუთაისის “ტორპედო” და თბილისის “იბერია 1999” მიიღებენ.
თბილისურმა გუნდმა პირველ შეხვედრაში ალბანურ “პარტიზანს” 2:0 სძლია. დღევანდელი მატჩი ალბანეთში, 22:00 საათზე დაიწყება.
ქუთაისის “ტორპედო” პირველ შეხვედრაში ნიქოზიის “ომონიასთან” 1:3 დამარცხდა და რევანშის აღებას ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე შეეცდება. შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება.