კონფერენსლიგის მესამე ეტაპის პირველ შეხვედრაში თბილისის “იბერია 1999” თურქულ “ბაშაკშეჰირს” დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის მოედანზე, 20:00 საათზე დაიწყება.
თურქული გუნდი შეხვედრას ევროტურნირების გამოცდილებით ხვდება. ბოლო წლებში მათ ყველა ევროპულ ტურნირზე იასპარეზეს და საკმაოდ სოლიდურადაც. განსაკუთრებული ყურადღება “მილანის” ყოფილ ფორვარდს პოლონელ კრისტოფ პიატეკს ექცევა.
“იბერია 1999” ერთადერთი ქართული გუნდია, რომელიც ევროტურნირებისთვის ბრძოლას აგრძელებს. “დინამო თბილისი” ასპარეზობას პირველივე ეტაპზე გამოეთიშა. ბათუმის “დინამო” და ქუთაისი “ტორპედო” კი ევროტურნირებისთვის ბრძოლას მეორე ეტაპიდან დაემშვიდობნენ.