რეიტინგის პირველი ნომერი, იტალიელი ჩოგბურთელი იანიკ სინერი, US OPEN-ის გამარჯვებულია. ფინალში იტალიელმა ტეილორ ფრიცსს მოუგო.
იანიკ სინერმა, ტეილორ ფრიცს სამ სეტში (6:3,6:4,7:5) სძლია და თავის კარიერაში მეორე დიდი ტურნირი მოიგო.
იტალიელის და ამერიკელის ბრძოლა ინტრიგით იყო სავსე. ბოლო 21 წელი, არცერთ ამერიკელ ჩოგბურთელს არ ჰქონდა აღნიშნული ტურნირი მოგებული. წარუმატებელი სერიის დასასრულთან ყველაზე ახლოს ტეილორ ფრიცი იყო, თუმცა მან ეს ვერ შეძლო.