როგორც ცნობილი ხდება, კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელი ლამინე იამალი, ესპანეთის ეროვნული ნაკრების ახალი ათიანი იქნება. ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
ლამინე იამალი 17 წლის ასაკში უკვე გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ყალიბდება და ეს ნომერიც დამსახურებულად ერგო.
იამალმა უკვე მოასწრო ნაკრებში 16 შეხვედრის ჩატარება, სადაც 3 გოლი გაიტანა. ის გასული ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულიცაა.