გერმანიის ნაკრებისა და “დორტმუნდის ბორუსიას” ყოფილი ცენტრალური მცველი მატს ჰუმელსი “რეალ სოსიედადში” კარიერის გაგრძელებასთან ახლოსაა.
ფორმალური ნაბიჯებია დარჩენილი და ფეხბურთელი ესპანურ გუნდში ითამაშებს. ყველაფერი თუ კარგად განვითარდა, ჰუმელსი უახლოეს დღეებში ჩაფრინდება და ხელს მოაწერს.
35 წლის მეტს ჰუმელსი ამჟამად თავისუფალი აგენტია, მას “დორტმუნდთან” კონტრაქტი ამ ზაფხულს ამოეწურა.