კატალონიის “ბარსელონას” გერმანელმა თავკაცმა ჰანსი ფლიკმა კომენტარი გააკეთა, სადაც აღნიშნავს, რომ “ბარსელონას” ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია.
“ჩვენ მზად ვართ, რომ საუკეთესო ფეხბურთი ვაჩვენოთ. ჩემპიონთა ლიგის მოგება შეგვიძლია. ისე კლუბებს, როგორიც “ბარსელონაა” ყოველთვის სურთ ტიტულები. ჩემპიონთა ლიგა მსოფლიოში საუკეთესო ტურნირია”, – განაცხადა ჰანსი ფლიკმა.
კატალონიის “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის პირველ შეხვედრას, “მონაკოს” წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 23:00 საათზე დაიწყება.