ნორვეგიელ ცენტრ ფორვარდს ერლინგ ჰალანდს ჩემპიონთა ლიგაზე გასაოცარი სტატისტიკა აქვს. ფეხბურთელს უფრო მეტი გოლი აქვს, ვიდრე ჩატარებული შეხვედრა.
ნორვეგიელს ჩემპიონთა ლიგაზე 41 შეხვედრა აქვს ჩატარებული, სადაც 42 გოლის გატანა შეძლო. აქედან 19 გოლი “მანჩესტერ სიტიზე” მოდის, 15 “დორტმუნდზე” და 8 “ზალცბურგზე”.
პირველ ოქტომბერს “მანჩესტერ სიტი” “სლოვანს” ესტუმრა და 4:0 დაამარცხა. შეხვედრის 58-ე წუთზე თავისი გოლი გაიტანა ერლინგ ჰალანდმა და სხვაობა სამამდე გაზარდა.