თურქეთში გამართულ კიკ-ბოქსინგის მაღალ მასშტაბურ სალიცენზიო ტურნირზე, სადაც მსოფლიოს 48 ქვეყნის, 1700-მდე მებრძოლი მონაწილეობდა, გურჯაანელებმა წარმატება არავის დაუთმეს.
გურჯაანელმა ჯული ცინაძემ, ნიკა სიბაშვილმა და ლაზარე სეისიანმა სალიცენზიო ქამრები და ბალტიისპირეთში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის უფლება მოიპოვეს.
ფინალურ შეხვედრაში ჯული ცინაძემ ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა ირანელი მეტოქე, ხოლო ნიკა სიბაშვილმა და ლაზარე სეისიანმა მსაჯების ერთპიროვნული გადაწყვეტილებით მიიღეს გამარჯვება.