spot_imgspot_imgspot_imgspot_img

გურამ თუშიშვილი – ახლაც, ასეთი მომენტი რომ იყოს, ისევ ასე გავაკეთებდი

ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი პარიზის ოლიმპიადაზე ტედი რინერთან მომხდარ ინციდენტზე საუბრობს.

“ჩემი ემოციები ცოტა გაუგებარი იყო საზოგადოებისთვის. მინდა, ბოდიში მოვუხადო ჩემს ქომაგს, ვინც ჩემზე იმედებს ამყარებდა. ბოდიშს ვუხდი ჩვენს ფედერაციას და სამწვრთნელო შტაბს.

არის მომენტები, როცა სპორტსმენისთვის ხდება ისეთ რამ, რაც მიუღებელია. სპორტსმენი არ უნდა შეეხოს არცერთი სხვა სპორტსმენის თავმოყვარეობას. მე მისგან უბრალოდ ეგ ვიგრძენი. დამარცხებული ვიყავი და სიხარული დამამცირებელი ჟესტებით გამოხატა. შეეძლო ამდგარიყო და თავის გულშემატკივართან, საკუთარ ქვეყანაში გამოეხატა ბედნიერება. თუმცა, რაღაცნაირად, ცინიკურად, მარტო ჩემთან გამოხატა.

ვერ მოვითმინე. ახლაც, ასეთი მომენტი რომ იყოს, ანალოგიურად, არ შეიძლება, მაგრამ მე ისევ ასე გავაკეთებდი. არანაირად არ ვახალისებ ჩემს მოქმედებას, სპორტსმენს თავშეკავება მოეთხოვება”, – განაცხადა თუშიშვილმა.

გურამ თუშიშვილი პარიზის ოლიმპიადაზე მეოთხედფინალურ ეტაპზე, ტიტულიან ფრანგთან იპონით დამარცხდა, სპორტსმენებს შორის მომხდარი ინციდენტის შემდეგ კი გურამ თუშიშვილმა დისკვალიფიკაცია მიიღო.

spot_imgspot_img
spot_img

ცხელი ამბები

მსგავსი სიახლეები