ქართველი ვიკინგი გურამ ქუთათელაძე ოქტაგონზე ბრუნდება. ქართველის მეტოქე UFC აბუ-დაბის ივენთზე ინგლისელი ჯორდან ვუჩევიჩი იქნება.
ქუთათელაძის შეხვედრას თვალი 3 აგვისტოს, 18:00 საათიდან უნდა ვადევნოთ.
ბოლო ჩხუბი ქართველ მებრძოლს გასული წლის ივლისში ჰქონდა, სადაც ბრაზილიელ ელვეს ბრენერთან ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა.