გამოცდილი გერმანელი ფეხბურთელი ილკაი გუნდოგანი კარიერას კატალონიის “ბარსელონიდან” “მანჩესტერ სიტიში” გააგრძელებს.
მანჩესტერელთა მთავარ მწვრთნელ პეპ გვარდიოლას სურდა გუნდოგანის უკან დაბრუნება. ფეხბურთელი გუნდს უფასოს შეუერთდა და 2025 წლამდე მოაწერა კონტრაქტს ხელი.
გუნდოგანს ინგლისურ გუნდში 304 შეხვედრა აქვს ჩატარებული, სადაც 60 გოლს და 38 საგოლე გადაცემას მოუყარა თავი.