ქართველი ახალგაზრდა ფეხბურთელი გიორგი გულიაშვილი, ბოსნია-ჰერცეგოვინას ჩემპიონატის ბომბარდირთა დავას 5 გატანილი გოლით ლიდერობს.
გასულ ტურში გულიაშვილმა “პოსუშიეს” გაუტანა, თუმცა მისმა გუნდმა “სარაევომ” ამით ვერ ისარგებლა და შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა.
გიორგი გულიაშვილი შედეგიანობით ყოველთვის გამოირჩეოდა. ფეხბურთელმა 19 წლამდე ნაკრებში 18 მატჩში 11 გოლი გაიტანა. მან ასევე ითამაშა 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, სადაც თავი ბელგიის ნაკრების წინააღმდეგ გატანილი უმნიშვნელოვანესი გოლით დაგვამახსოვრა.