საქართველოს საკალათბურთო სუპერ ლიგის გუნდი “ივერიონი” ლეგიონერებით გაძლიერდა. ახალ სეზონამდე გუნდმა 3 ამერიკელი ლეგიონერი დაიმატა.
ლეგიონერების გარდა, გუნდმა სხვა საინტერესო ტრანსფერებიც გააკეთა. განსაკურებით აღსანიშნავია სუპერ ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული კალათბურთელის ნიკოლოზ დარბაიძის დამატება.
გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი გასული სეზონის მესამე ადგილოსანი რევაზ როგავა გახლავთ. რევაზ როგავას მიერ გაწვრთნილმა “გაუმ” გურჯაანის “დელტა” მესამე ადგილის შეხვედრაში დაამარცხა და ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა.