Crystalbet ეროვნული ლიგის XXVII ტურის შეხვედრაში, გორის “დილა” ფოთის “კოლხეთს” ესტუმრა და მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა.
შეხვედრაში ანგარიში 52-ე წუთზე ტაირელ ვოუტერმა გახსნა. მალევე შოთა შეყილაძემ გორელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა. ყველაფერი იქით მიდიოდა, რომ გორის “დილა” სახლში მარტივ სამ ქულას წაიღებდა, თუმცა 78-ე და 88-ე წუთებზე კირილ კლიმოვმა დუბლი შეასრულა და შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა.
27 ტურის შემდეგ გორელები პირველ ადგილოსან ქუთაისის “ტორპედოს” 5 ქულით ჩამორჩებიან. რაც შეეხება ფოთის “კოლხეთს”, კახაბერ ჩხეტიანის შეგირდები 29 ქულით მეშვიდე პოზიციას იკავებენ.