Crystalbet ეროვნული ლიგის XXV ტურის შეხვედრაში, სატურნირო ცხრილის ლიდერმა გორის “დილამ”, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის მოედანზე “სამტრედიას” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 3:2 გაიმარჯვა.
შეხვედრაში ანგარიში პირველივე წუთზე დანიელ ოვუსუმ გახსნა და სტუმრები დააწინაურა. 45-ე და 45+1 წუთებზე ანდრონიკაშვილმა და ვაუტერმა გორელები წინ გაიყვანეს, ხოლო 88-ე წუთზე მუსა სანგარემ უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა. იმერლებმა 90+1 წუთზე ანგარიშის შემცირება შეძლეს, გორელთა მარჯვენა მცველმა ანტონიო ლოპესმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და შეხვედრაში საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა – 3:2.
ოცდახუთი ტურის შემდეგ გორის დილას 51 ქულა აქვს და ცხრილში პირველ ადგილს იკავებს.
უახლოესი მდევარი ქუთაისის “ტორპედოა”. თუ “ტორპედომ” “გაგრა” დაამარცხა, “დილას” გაუთანაბრდება და ჩემპიონატს ორი ლიდერი ეყოლება. “ტორპედო”- “გაგრას” მატჩი 22 სექტემბერს, 21:00 საათზე გაიმართება.