spot_imgspot_imgspot_imgspot_img

გივი მაჭარაშვილი ოლიმპიადის ფინალშია 

ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარაშვილი, პარიზის ოლიმპიური თამაშების ფინალშია.

ნახევარ ფინალურ ეტაპზე ქართველმა ფალავანმა აზერბაიჯანელ მაგომედხან მაგომედოვს 5:0  მოუგო.

მაჭარაშვილმა აზერბაიჯანელს ტაქტიკურად სწორი და გამართული ჭიდაობა შესთავაზა. ფაქტობრივად უშანსოდ მყოფმა, პირველ ნომრად განთესილმა მაგომედოვმა, ქართველთან ქულის გაკეთებაც ვერ შეძლო.

ფინალში ქართველის მეტოქე ბაჰრეინელი აჰმედ  ტაჟუდინოვი იქნება.

spot_imgspot_img
spot_img

ცხელი ამბები

მსგავსი სიახლეები