საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყოფილი გამთამაშებელი გივი ბაქრაძე კარიერას გორის “ივერიონიდან” “კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში” გააგრძელებს.
ბექა წივწივაძის გუნდისთვის ეს კიდევ ერთი საინტერესო ტრანსფერია. მათ ასევე დაიმატეს მერაბ ბოქოლიშვილი, გიორგი ტურძილაძე და სოსო გოგნაძე.
გასულ სეზონში გივის გუნდი “ივერიონი” მეოთხედ ფინალურ ეტაპზე დაემშვიდობა ჩემპიონობისთვის ბრძოლას. გორელებმა გურჯაანის “დელტასთან” განიცადეს მარცხი.