საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ცენტრი გიორგი ტურძილაძე კარიერას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდში გააგრძელებს.
კალათბურთელი გუნდს გურჯაანის “დელტადან” შეუერთდა, სადაც გასული ნახევარი სეზონი გაატარა.
“კავკასიამ” “დელტადან” ტურძილაძის გარდა ასევე დაიმატა, ეროვნული ნაკრების ყოფილი კალათბურთელი მერაბ ბოქოლიშვილიც.