შემდეგ შეკრებებზე აუცილებლად გავითვალისწინებთ, რომ გოგოებმაც მიიღონ მონაწილეობა, – ამის შესახებ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი ქოჩორაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში ქალთა ფეხბურთი კარგად ვითარდება.
“მინდა მოვუწოდო გოგონებს, რომ იაქტიურონ. საქართველოში ძალიან მაგრად ვითარდება ქალთა ფეხბურთი. ვხედავთ ჩვენი ქალთა ეროვნული ნაკრები რა დონეზე თამაშობს და რა თქმა უნდა, შემდეგ შეკრებებზე აუცილებლად გავითვალისწინებთ, რომ გოგოებმაც მიიღონ მონაწილეობა”, – განაცხადა ქოჩორაშვილმა.
ესპანური კლუბის “ლევანტეს” წარმომადგენლებმა დიდი დიღმის ბაზაზე ბავშვებისთვის საწვრთნელი ვარჯიშები დაიწყეს.