“ლევანტეს” გადაწყვეტილებით, 10-დან 15-მდე გაიზარდა იმ ფეხბურთელების რაოდენობა, რომლებსაც სრულად ან ნაწილობრივ დაუფინანსდება Player Experience-ში მონაწილეობის ხარჯები ესპანეთში, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი წერს.
“ძალიან მიხარია, რომ შედგა ლევანტეს კემპი საქართველოში და 135-მა ახალგაზრდა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა.
ყველას ძალიან დიდ მადლობას ვუხდი მონაწილეობისთვის. დარწმუნებული ვარ, თითოეული მათგანისთვის ეს ახალი გამოცდილება იყო, რომლის დროსაც უფრო ახლოს გაიცნეს თანამედროვე ფეხბურთის მოთხოვნები და საჭიროებები.
“ლევანტეს” გადაწყვეტილებით, 10-დან 15-მდე გაიზარდა იმ ფეხბურთელების რაოდენობა, რომლებსაც სრულად ან ნაწილობრივ დაუფინანსდება Player Experience-ში მონაწილეობის ხარჯები ესპანეთში. დეტალურ ინფორმაციას ID Talent-ის მონაწილეები ელექტრონულ ფოსტაზე პარასკევს, 23 აგვისტოს დღის ბოლომდე მიიღებენ.
წინასწარ ვულოცავ ყველა შერჩეულს და ვუსურვებ, რომ საუკეთესოდ გამოიყენონ შემდეგი გამოცდილება ლევანტეს პროგრამა Player Experience-ში”, – წერს ქოჩორაშვილი.
გიორგი ქოჩორაშვილის ინიციატივით, თბილისში, დიდ დიღომში ესპანური კლუბის “ლევანტეს” წარმომადგენლებმა ბავშვებისთვის საწვრთნელი ვარჯიშები ჩაატარეს.