spot_imgspot_imgspot_imgspot_img

გიორგი ქოჩორაშვილი – ბავშვობაში რომ ეთქვათ ეროვნულ ნაკრებში გოლს გაიტანო, ვერ დავიჯერებდი

ტირანაში გამართული შეხვედრის შემდეგ, სადაც საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გიორგი ქოჩორაშვილის ერთადერთი გოლის წყალობით მოიგო, ფეხბურთელმა თამაშის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

“ალბათ, ბავშვობაში რომ ეთქვათ, ეროვნულ ნაკრებში გოლებს გაიტანო, ვერ დავიჯერებდი პოზიციიდან გამომდინარე.

არასდროს არ უნდა დანებდე, ყოველთვის შენი თავის უნდა დაიჯერო, იშრომო შენი მიზნებისთვის და აუცილებლად აგიხდება.

ამაზე არ გავჩერდები, არც მე და არც ჩემი თანაგუნდელები. ამის საშუალებას არც მე არ მივცემ ჩემს თავს და არც ისინი მომცემენ“, – განაცხადა მატჩის შემდეგ გიორგი ქოჩორაშვილმა.

ორი ტურის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრები ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია 6 ქულით.

spot_imgspot_img
spot_img

ცხელი ამბები

მსგავსი სიახლეები