spot_imgspot_imgspot_imgspot_img

გიორგი ქოჩორაშვილი – ახალი შანსი ახალი შესაძლებლობაა, ხელახლა გავახაროთ მსოფლიოში საუკეთესო გულშემატკივრები

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი ერთა ლიგის ახალი გათამაშების დაწყებას, სოციალურ ქსელში ღია წერილით გამოეხმაურა და გამოთქვა იმედი, რომ ფეხბურთელები, გულშემატკივრებს ახალ ციკლშიც გაახარებენ.

“თითქოს დიდი დრო გავიდა, იმდენად ბედნიერებაა იმ ბიჭების, ჩემი მეგობრების ნახვა, ვისთან ერთადაც ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მაგარი წუთები გავატარე.

თუმცა აუცილებლად უნდა დავივიწყოთ, რაც გავაკეთეთ და ვიფიქროთ იმაზე, რა უნდა გავაკეთოთ, რადგან ახალი შანსი ახალი შესაძლებლობაა, ხელახლა გავახაროთ მსოფლიოში საუკეთესო გულშემატკივრები“, – წერს გიორგი ქოჩორაშვილი.

დღეს, ერთა ლიგის ახალი სეზონის პირველ მატჩში, საქართველოს ეროვნული ნაკრები, მიხეილ მესხის სახელობის მოედანზე, ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.

spot_imgspot_img
spot_img

ცხელი ამბები

მსგავსი სიახლეები