spot_imgspot_imgspot_imgspot_img

გიორგი მოისწრაფიშვილმა სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა 

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილმა წევრმა გიორგი მოისწრაფიშვილმა, უკრაინულ “კოლოსში” სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა.

როგორ უკრაინული გუნდის ექიმებმა აღნიშნეს, მათ გარისკვა არ სურთ, შესაბამისად გიორგი თბილისში დაბრუნდება და შემდეგ გადაწყდება მისი მომავალი.

ფეხბურთელის მენეჯერმა დემნა ოზალაშვილმა საფეხბურთო გვერდ “90 წუთთან” საუბრისას განაცხადა, გიორგის პატარა სამედიცინო პრობლემების შესახებ უკრაინაში ექიმებმა არ გარისკეს.

“გიორგის პატარა პრობლემა ჰქონდა, რის გამოც, უკრაინაში ექიმებმა არ გარისკეს და დამატებითი გამოკვლევების გამო საქართველოში ბრუნდება. გამოკვლევების შემდეგ გადაწყდება დაბრუნდება უკრაინაში თუ სხვაგან გააგრძელებს კარიერას”, – ამბობს დემნა ოზალაშვილი.

spot_imgspot_img
spot_img

ცხელი ამბები

მსგავსი სიახლეები