საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და უკვე “ლივერპულის” მეკარე გიორგი მამარდაშვილი იუბილარია. საქართველოს კარის დარაჯს 24 წელი შეუსრულდა.
გიორგი მამარდაშვილი 2021/22 წლების სეზონში ესპანურ “ვალენსიაში” გადაბარგდა, სადაც მსოფლიო საფეხბურთო სამყაროს ყურადღების მიქცევა მალევე შეძლო. მამარდაშვილი ყველაზე ძვირად შეფასებული მეკარეა მსოფლიოში. მისი ფასი 45 მილიონი ევროა.
მამარდაშვილი “ვალენსიაში” სეზონის ბოლომდე დარჩება და “ლივერპულს” 2025 წლის ზაფხულში შეუერთდება.