spot_imgspot_imgspot_imgspot_img

გიორგი კვერნაძის “ფროზინონემ” სეზონის პირველი მატჩი მოიგო

 

გიორგი კვერნაძის “ფროზინონე“ სტუმრად “ჩიტადელას“ შეხვდა და 2:1 დაამარცხა. ეს მიმდინარე სეზონში “ფროზინონეს” პირველი გამარჯვებაა.

იტალიის სერია B-ს მე-7 ტურის შეხვედრაში ქართველი თავდამსხმელი სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე 69-ე წუთზე გამოჩნდა. ამ დროისთვის ქართველის გუნდი უკვე 2:0-ს იგებდა.

“ფროზინონემ“ ანგარიში პირველ ტაიმში (35-ე წუთზე) ოიონოს ზუსტი დარტყმით გახსნა და შესვენებამდე მინიმალური უპირატესობა მოიპოვა. 63-ე წუთზე კი პარტიპილომ “ჩიტადელას“ კარი მეორედ აიღო.

მართალია, მასპინძლებმა სხვაობა კალუდიო კასანოს გოლით (70-ე წუთზე) შეამცირეს, მაგრამ თამაში ვეღარ გადაარჩინეს – “ფროზინონემ“ სეზონში პირველად გაიმარჯვა და 6 ქულით სერია B-ში გამართული 7 ტურის შემდეგ მე-17 ადგილზეა.

spot_imgspot_img
spot_img

ცხელი ამბები

მსგავსი სიახლეები