საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და დონცეკის “შახტარის” ფეხბურთელი გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას დანიურ “კოპენჰაგენში” გააგრძელებს.
“კოპენჰაგენი” გოჩოლეიშვილს 1 წლით იჯარით აიყვანს და დანიურ კლუბს გამოსყიდვის უფლება ექნება.
ფეხბურთელი გასულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების განაცხადში იყო, თუმცა მას ვილი სანიოლმა სათამაშო დრო არ მისცა.