დღეს, 28 სექტემბერს, ინგლისის ჩემპიონშიპის მეშვიდე ტურის შეხვედრაში, “უოტფორდი” “სანდერლენდს” უმასპინძლებს. შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.
“უოტფორდის” შემადგენლობაში სასტარტო წუთებიდან ვიხილავთ გიორგი ჩაკვეტაძეს. ფაქტია ქართველი გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე გახდა და “უოტფორდის” გულშემატკივრების გულების მოგებაც შეძლო.
6 ტურის შემდეგ “უოტფორდი” 10 ქულით მერვე ადგილზეა და ზედა პოზიციებისთვის ბრძოლას განაგრძობს.