პორტუგალიური “სპორტინგის” და შვედეთის ეროვნული ნაკრების ცენტრფორვარდი ვიქტორ გიოკერესი სეზონის სტარტზე შეუჩერებელია.
შვედს ყველა ტურნირზე უკვე დაუგროვდა 16 გოლი და 6 საგოლე გადაცემა და ამისთვის მხოლოდ 2 თვე დასჭირდა.
“სპორტინგში” ჩატარებული 11 შეხვედრაში გიოკერესმა 12 გოლის გატანა და 3 ასისტის გაკეთება შეძლო, ხოლო შვედეთის ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 4 შეხვედრაში 4 გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.