პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე გერმანიის ხელბურთელთა ნაკრებმა მასპინძელ საფრანგეთს ძალიან დაძაბულ ბრძოლაში 35:34 მოუგო.
შეხვედრის დასრულებამდე 30 წამით ადრე, გერმანელები 2 ბურთის სხვაობით მარცხდებოდნენ, თუმცა შეძლეს დამატებით დროში თამაშის გადაყვანა და ანგარიშის თავიანთ სასიკეთოდ შემოტრიალება.
გერმანია ნახევარფინალში ესპანეთს დაუპირისპირდება, რომელმაც ასევე დაძაბულ ბრძოლაში, 29:28 სძლია ეგვიპტეს.