თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი, რომელიც 125 კგ წონით კატეგორიაში, პარიზის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული გახდა, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კომენტარს აკეთებს.
“ძალიან მაგარი ემოციები და შეგრძნებაა, რომ ამდენი მაგარი ხალხი დაგვხვდა. ბევრი დამარცხება იყო, ბევრი გამარჯვებაც. მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა. ქართველები ძალიან მაგარი ხალხი ვართ, ამას ყოველ ჯერზე ვამტკიცებთ. მინდა, ქართველ ხალხს ეს გამარჯვებები მივულოცო. ჩვენ ყოველთვის ყველაფერს ვაკეთებთ, ვცდილობთ, მაქსიმუმი დავდოთ ასპარეზობაზე და ღირსეულად ვატაროთ ჩვენი ქვეყნის დროშა“, – განაცხადა გენო პეტრიაშვილმა.
გენო პეტრიაშვილმა ოლიმპიადის ფინალში ირანელი ამირ ჰოსეინ ზარე, დაძაბულ ბრძოლაში 10:9 დაამარცხა და ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.