ელა კეტაშვილი, დაბადებული 1965 წლის 27 სექტემბერს, თბილისში, ყოფილი ფეხბურთელია, რომელიც მცველის პოზიციაზე თამაშობდა.
კეტაშვილის საფეხბურთო კარიერაში მთავარი წარმატებაა ოქროს მედლის მოგება 1988 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე სეულში საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობაში.
ქართული ფეხბურთის ისტორიაში ის პირველი და ერთადერთი ქართველი ფეხბურთელია, ვინც ეს ტიტული მოიპოვა.
საკლუბო კარიერის განმავლობაში მან რამდენიმე გუნდში ითამაშა, მათ შორის თბილისის “დინამოში”, სადაც 1984 წლიდან 1990 წლამდე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო. გელა კეტაშვილმა ქართული ფეხბურთის ფლაგმანის შემადგენლობაში 137 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 4 გოლი გაიტანა. ასევე თამაშობდა ქუთაისის “ტორპედოში”, ლანჩხუთის “გურიაში” და “თეთრ არწივში”.
გელა კეტაშვილი დღემდე მოიაზრება ერთ-ერთ საუკეთესო და წარმატებულ ქართველ ფეხბურთელად.