ლონდონის “ჩელსისა” და ინგლისის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი კონორ გალაჰერი ლონდონში დაბრუნდა.
ფეხბურთელმა მადრიდის “ატლეტიკოში” სამედიცინო შემოწმება გაიარა და უკვე ოფიციალურად უნდა გაფორმებულიყო, თუმცა ტრანსფერი ჯერჯერობით ჩაშლილია.
ომოროდიონის ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ, “ატლეტიკო” ვერ იფორმებს გალაჰერს, ყველაფერი ფელიქსზეა დამოკიდებული.
გალაჰერი გუნდთან ერთად ვარჯიშობს, თუმცა ის ახალ სეზონში, გუნდისთვის მნიშვნელოვან ფიგურად არ განიხილება.