ამერიკულმა ტელეკომპანია ESPN-მა 2024-25 წლების სეზონის წინ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის საუკეთესო კალათბურთელის გამოსავლენად გამოკითხვა ჩაატარა.
ხმის მიცემაში 18 მწვრთნელი, სკაუტი და მენეჯერი მონაწილეობდა.
“დენვერ ნაგეტსის” ცენტრი ნიკოლა იოკიჩი NBA-ს საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. სერბმა 15 ხმა დააგროვა.
მეორე იყო “დალასის“ ვარსკვლავი ლუკა დონჩიჩი (2 ხმა).
ერთი ხმა მიიღო “მინესოტის“ კალათბურთელმა ენტონი ედვარდსმა.