პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ესპანეთის მამაკაც ფეხბურთელთა ნაკრები ოქროს მედლის მფლობელია. ფინალურ ეტაპზე ესპანელებმა მასპინძელ საფრანგეთს 5:3 მოუგეს.
მატჩის 11-ე წუთზე ენცო მილოტიმ საფრანგეთი დააწინაურა, თუმცა 28-ე წუთზე ესპანელები ფერმინ ლოპესის დუბლით და ალეხანდრო ბაენას გოლით, უკვე 3:1 იგებდნენ. 79-ე წუთზე მაგნეს აკლიუჩემ 2:3 გახადა, ხოლო 93-ე წუთზე ჟან ფილიპე მატეტამ მატჩი დამატებით დროში გადაიყვანა. დამატებით დროში ესპანელები უკეთესები აღმოჩნდნენ. მე-100-ე და 120-ე წუთზე სერხიო კამელომ ორი უპასუხო ბურთი გაუტანა ფრანგებს და ესპანეთი გააჩემპიონა.
დასრულდა მამაკაც ფეხბურთელებისთვის ოლიმპიური თამაშები. საბოლოოდ ოქროს მედალი ესპანეთში წავიდა, ვერცხლი საფრანგეთში დარჩა, ბრინჯაო კი აფრიკის კონტინენტზე მაროკოელებმა წაიღეს.