spot_imgspot_imgspot_imgspot_img

ეს რაღაც ახლის დასაწყისია

15 სექტემბერს, იტალიის სერია A-ს  მეოთხე ტურის შეხვედრაში, “ნაპოლი” “კალიარის” ესტუმრა და 4:0 გაიმარჯვა.

აღსანიშნავია ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიას და ბელგიელი რომელუ ლუკაკუს დუეტი. პირველ მომენტში ლუკაკუმ კვარას გაატანინა, ხოლო მალევე ქართველმა ბელგიელს ვალი დაუბრუნა.

შესაძლებელია, ეს დუეტი კვარას და ოსიმენის დუეტზე საინტერესო აღმოჩნდეს. “KO” დასრულებულია, ოსიმენი გალათასარაიში ასპარეზობს, მაგრამ იწყება “KL”.

კონტეს ნაპოლი სეზონს კარგად იწყებს. მათ მხოლოდ ერთი მარცხი აქვთ და ცხრილში პირველ ადგილს იკავებენ.

spot_imgspot_img
spot_img

ცხელი ამბები

მსგავსი სიახლეები