გრძელდება საქართველოს crystalbet ეროვნული ლიგის შეხვედრები. დღეს, 17 აგვისტოს, ოცდამეერთე ტურის ორი შეხვედრა გაიმართება.
ტური ფოთში გაიხსნება, სადაც ფოთის “კოლხეთი” საკუთარ მოედანზე “გაგრას” მიიღებს. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.
სათამაშო დღე გორში დასრულდება, სადაც გორის “დილა” “თელავს” დაუპირისპირდება. გორის დილა ეროვნული ლიგის ერთპიროვნული ლიდერია, კახელებს კი მთლად კარგი სეზონი არ აქვთ, მათ ცხრილში მეცხრე ადგილი უკავიათ. შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება.